FAQ

ა(ა)იპ - „ადამიანი და ბუნების'' პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!

18 სექტემბერი 2018


2018 წლის 12 სექტემბერს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა საზოგადოებრივ კოლეჯ ა(ა)იპ - „ადამიანი და ბუნებას".
აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2018 წლის 12 სექტემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.