FAQ

ჯანდაცვის მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების პროცესი გრძელდება

25 სექტემბერი 2018

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის - უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების - შემუშავება-განხილვისა და დამტკიცების პროცესს.
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს შემადგენლობა დაკომპლექტებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები¬დან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელო¬ბისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდებული დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით. საბჭოს დღის წესრიგით განისაზღვრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის დაკომპლექტებასა და განსახორციელებელ აქტივობათა დასახვასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დარგობრივი მახასიათებლების პროექტის შემუშავებასა და სამუშაო ჯგუფების ფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ზემოაღნიშნული მიმართულების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების აუცილებლობა განაპირობა დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში უმაღლესი განათლებისადმი წაყენებული საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინების აუცილებლობამ, ეროვნული და საერთაშორისო დონეზე თავსებადი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხორციელების საჭიროებამ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დარგობრივი მახასიათებლის შემუშავების საკითხის აქტუალობის გათვალისწინებით, აგრეთვე, შემუშავება-განხილვის პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ინფორმაცია სამუშაო ჯგუფის მუშაობის თაობაზე კვლავ აიტვირთება ცენტრის ვებგვერდზე, რაც შესაძლებლობას მისცემს ყველა დაინტერესებულ პირს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს მონაწილეობა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში და საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფაში.

ჯანდაცვის მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დარგობრივი მახასიათებლების შემუშავების პროცესი გრძელდება