FAQ

გერმანიასთან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საექთნო განათლების სპეციალისტთა მომზადების ციკლი დაიწყო

1 ოქტომბერი 2018


28 აგვისტოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის უნივერსიტეტის და საქართველოს კარიტასის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა გერიატრიული პაციენტების შინ მკურნალობის პირობების რეგულირების ინტერდისციპლინური მიდგომების კონცეფცია.
მიმდინარე კვირის განმავლობაში 23 კვალიფიციური ქართველი სპეციალისტი გერმანელი პარტნიორების მიერ ორგანიზებულ სემინარს ესწრება ჭრილობების მენეჯმენტში. სემინარებისა და სიმპოზიუმების ციკლი 2021 წლამდე გაგრძელდება და ფრაიბურგის უნივერსიტეტის მიერ წარმატებული კურსდამთავრებულებისათვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდება.
„ეს ადამიანები მიღებული ცოდნის და უნარების მულტიპლიკატორებად უნდა იქნენ განხილული. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მომზადებული თითოეული სპეციალსტი ღირებულია საქართველოს განათლების სისტემისათვის. ამიტომაც ახლავე უნდა ვიზრუნოთ მათი ფორმალურ განათლებაში გამოყენების შესაძლებლობებზე“- განაცხადა ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ მახარაშვილმა.

გერმანიასთან საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში საექთნო განათლების სპეციალისტთა მომზადების ციკლი დაიწყო