განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში 19 აპრილს გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე იმსჯელეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების წესისა და საბჭოს შესაძლო შემადგენლობის შესახებ.
შეხვედრას უძღვებოდა ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე, რომელმაც ავტორიზაციის საბჭოს დაკომპლექტების წესის საკითხთან დაკავშირებით ცენტრის პოზიცია წარმოადგინა. აღნიშნულ საკითხზე თავიანთი შეხედულებები გამოხატეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმაც.