FAQ

სტუდენტთა საყურადღებოდ!

4 ოქტომბერი 2018

იმ სტუდენტების საყურადღებოდ რომლებმაც, გარე მობილობის წესით სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს :

  1. შპს ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტში.
  2. შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ უმღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამოეწურათ ავტორიზაციის ვადა, რის გამოც ვერ განხორციელდება მობილობის მსურველი  სტუდენტების ამ  დაწესებულებებში ჩარიცხვა. ასეთი სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც მობილობამდე სწავლობდნენ ან/და მონაწილეობას მიიღებენ საგაზაფხულო სემესტრის მობილობაში.

 

 იმ სტუდენტებმა რომლებმაც, გარე მობილობის წესით სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს  შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ უმღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით  ერთი წლის ვადით  შეეზღუდა სტუდენტების მიღების უფლება, რის გამოც ვერ განხორციოელდება მობილობის მსურველი  სტუდენტების ამ  დაწესებულებაში ჩარიცხვა.  ასეთი სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც მობილობამდე სწავლობდნენ ან/და მონაწილეობას მიიღებენ საგაზაფხულო სემესტრის მობილობაში..