სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2018 წლის 5 ოქტომბერს 17 საათზე გაიმართება შეხვედრა დამატებით რიგგარეშე მობილობაში მონაწილეობის მსურველთათავის.
რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც 2018 წელს მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და შპს ევროპის უნივერსიტეტში, ვერ მიმართეს აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას სტუდენტთა მიღების შეზღუდვის გამო, ამასთან ვერ ისარგებლეს გამოცხადებული რიგგარეშე მობილობით და ამ დრომდე არ არიან ჩარიცხულები სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ამასთან, რიგგარეშე მობილობაში მონაწილეობის უფლება ექნებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობდნენ ავტორიზაცია გაუქმებულ დაწესებულებებში, კერძოდ: შპს ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებელში, შპს საქართველოს ბიზნესის აკადეია SBA -ში და სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და დღემდე ვერ ისარგებლეს მობილობით.