საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ 2012–2013 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აკადემიურ, პროფესიულ და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღონ აბიტურიენტები, სასურველია 2011 წლის 7 დეკემბრამდე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარმოადგინონ შევსებული სპეციალური ანკეტა-კითხვარი (ანკეტა-კითხვარის ფორმა იხილეთ სსიპ - გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge)