სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ფორმატისა და პრინციპების განსახილველად

30 აპრილი 2013

სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ფორმატისა და პრინციპების განსახილველადსსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2013 წლის 29 აპრილს გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. განხილულ იქნა საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობის დაკომპლექტების პრინციპები და წესი.  


მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება ცხრა წევრით, კერძოდ:


1.    უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  აკადემიური პერსონალი - ოთხი წევრი (აქედან, ორი კერძო და ორი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლებიდან);
2.    განათლების სფეროში მოღვაწე ექსპერტი - ერთი წევრი;
3.    კერძო პროფესიული სასწავლებლებიდან - ერთი წევრი;
4.    სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლებიდან - ერთი წევრი;
5.    ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელი -  ერთი წევრი;
6.    დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი - ერთი წევრი;


შეხვედრის მონაწილეებმა გაიზიარეს ცენტრის ინიციატივა და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭოს საქმიანობის უწყვეტობისა და მემკვიდრეობითობის  უზრუნველსაყოფად მის შემადგენლობაში შევა ერთი წარმომადგენელი წინამორბედი საბჭოს შემადგენლობიდან.     


სამუშაო შეხვედრაზე მსჯელობის საგანი გახდა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის  საბჭოს გადასაწყვეტი არსებითი თავისებურებებით გამორჩეული საკითხები. (მაგალითად, საზღვაო, თავდაცვის, სახელოვნებო და ა.შ. მიმართულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საკითხი). უსდ-ის წარმომადგენლები შეჯერდნენ, რომ ასეთი საკითხების განხილვის დროს,  საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს მუშაობაში, სათათბირო ხმის უფლებით, მონაწილეობას მიიღებს ორი პირი, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია.


შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურაზე.

სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ფორმატისა და პრინციპების განსახილველად