17 ოქტომბერს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდა. სტუდენტები შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს და მიიღეს საჭირო ინფორმაცია რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებულ საკითხებსა და მათთვის საინტერესო კითხვებზე. სტუდენტებს განემარტათ რიგგარეშე მობილობის პროცედურა.
მომდევნო ღია კარის დღეები გაიმართება შემდეგ თარიღებში:
შპს - ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე.
შპს - ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე.
სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, შპს - საქართველოს ბიზნეს აკადემიის - SBA-ის, შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, შპს ევროპის უნივერსიტეტისა, შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის სტუდენტებისათვის და აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე ჩატარდება მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, 11:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე ნულოვან სართულზე.
შეხვედრები ზემოაღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან დაგეგმილია, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში შემდეგ მისამართზე: მერაბ ალექსიძის ქუჩა N1.