მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს წევრთა შეხვედრა შედგა. საბჭოს მიერ შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაც დაკომპლექტებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ ლ. საყვარელიძის სახ. დაავადებათაკონტროლისადასაზოგადოებრივიჯანმრთელობისეროვნულიცენტრის მიერ რეკომენდებული დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, იმსჯელა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის შემუშავების პროცესთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებზე. გამოცდილების გაცნობა-გაზიარების ჭრილში განხილულ იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განმახორციელებელი ლიდერი უნივერსიტეტების გამოცდილება. ჯგუფის წევრებმა საინტერესო მოსაზრებები გამოთქვეს კვალიფიკაციის მინიჭებისათვის სავალდებულო მინიმალურ კომპეტენციებთან დაკავშირებით; იმსჯელეს აღნიშნული მიმართულების პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობებსა და შრომის/განათლების საერთაშორისო თუ ლოკალურ ბაზარზე არსებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დარგობრივიმახასიათებლისშემუშავებისსაკითხისაქტუალობისგათვალისწინებით, აგრეთვე, შემუშავება-განხილვისპროცესშიდაინტერესებულმხარეთაფართოჩართულობისხელშეწყობისმიზნით, ინფორმაციასამუშაოჯგუფისმუშაობისთაობაზეკვლავაიტვირთებაცენტრისვებგვერდზე, რაცშესაძლებლობასმისცემსყველადაინტერესებულპირს თავისიკომპეტენციისფარგლებშიმიიღოსმონაწილეობასამუშაოჯგუფისშეხვედრაშიდასაკუთარიწვლილიშეიტანოსსაზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფაში.