FAQ

ცენტრის დელეგაცია, ENQA-ს მეცხრე გენერალურ ანსამბლეაში მონაწილეობს

19 ოქტომბერი 2018

განთლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დელეგაცია 17-19 ოქტომბერს სამუშაო ვიზიტით ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში იმყოფება, სადაც ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) მეცხრე გენერალური ასამბლეა იმართება. ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ასოციაციის პრეზიდენტს ბატონ კრისტოფ გროლიმუნდს და ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგეტოების რეესტრის (EQAR) პრეზიდენტს ბატონ კარლ დიტრიხს. მათ ცენტრის ევროპულ ასოციაციებში გაწევრიანების და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში სრული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

შეგახსენებთ, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გაკეთებული აქვს განაცხადი ENQA-ს სრული წევრობის მოსაპოვებლად. ამ მიზნით, ცენტრში ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილია ENQA-ს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტი.

ცენტრის დელეგაცია, ENQA-ს მეცხრე გენერალურ ანსამბლეაში მონაწილეობს