ღია კარის დღე სტუდენტებისათვის!

5 ნოემბერი 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, მის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და საჯარო სამსახურის პოპულარიზაციის მიზნით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) სტუდენტებს უმასპინძლა.
სალექციო კურსის ფარგლებში, რომელსაც შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნიევრსიტეტში ცენტრის რეესტრის სამმართველოს უფროსი ნინო წერეთელი უძღვება, საჯარო ადმინისტრირებისა და სახელმწიფო მართველობის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ცენტრის ოფიციალური ვებგვერდის მოხმარების წესს, საქმისწარმოების ელექტორნულ სისტემას, სტრუქტურასა და ცენტრის ძირითად ფუნქციებს გაეცნენ.
სტუდენტები შეხვდნენ ცენტრის დირექტორს გიორგი ვაშაკიძეს, რომელმაც დაათვალიერებინა მათ ცენტრის ინფრასტრუქტურული გარემო და მიაწოდა ინფორმაცია ყველა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში გასცემს მოქალაქეებისათვის.
სტუდენტებმა აქტიური დაინტერესება გამოხატეს ცენტრში მიმდინარე პროცესების შესახებ, რის გამოც ცენტრის ადმინისტრაცია მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის.

ღია კარის დღე სტუდენტებისათვის!