უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურა
იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წარმომადგენლობითობა და გავითვალისწინოთ უსდ-ების ინტერესები, გთავაზობთ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ პროცედურას:
2013 წლის 10 მაისის ჩათვლით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, info@eqe.ge-ზე უნდა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ერთი წევრის კანდიდატურა აკადემიური პერსონალის ქვოტით და ერთი წევრის - ადმინისტრაციის წარმომადგენლის ქვოტით.
გთხოვთ, კანდიდატურის წარმოდგენის დროს გაითვალისწინოთ შემდეგი კრიტერიუმები:
• მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
• საზოგადოებაში დადებითი რეპუტაცია;
• სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
• უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
10 მაისის შემდეგ, წარმოდგენილ კანდიდატურებს შორის საბჭოს წევრთა შერჩევა მოხდება უსდ-ების მიერ, კენჭისყრით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ექნება თავისსავე წარმოდგენილი კანდიდატურისთვის ხმის მიცემის უფლება. უზრუნველყოფილი იქნება უსდ-ის არჩევანის კონფიდენციალურობა.
ცენტრი უსდ-ის ავტორიზაციის საბჭოს წევრების კანდიდატურების წარდგენის ეტაპის დასრულების შემდეგ დამატებით გაცნობებთ კენჭისყრის პროცედურების შესახებ.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!