FAQ

ღია კარის დღე სტუდენტებისათვის!

12 ნოემბერი 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა , მის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და საჯარო სამსახურის პოპულარიზაციის მიზნით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტებს უმასპინძლა. 

სალექციო კურსის ფარგლებში, რომელსაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლაშა მარგიშვილი უძღვება , სამართლის, სოცილაური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის სტუდენტები უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს გაეცნენ.
სტუდენტები შეხვდნენ ცენტრის დირექტორს გიორგი ვაშაკიძეს, რომელმაც მიაწოდა მათ ინფორმაცია ყველა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში გასცემს მოქალაქეებისათვის.

სტუდენტებმა აქტიური დაინტერესება გამოხატეს ცენტრში მიმდინარე პროცესების შესახებ, რის გამოც ცენტრის ადმინისტრაცია მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისათვის.

ღია კარის დღე სტუდენტებისათვის!