უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

2 მაისი 2013

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურა

2013 წლის 5 მაისს გადის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა. იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის  საბჭოს წარმომადგენლობითობა და გავითვალისწინოთ უსდ-ების ინტერესები, გთავაზობთ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ პროცედურას:


2013 წლის 10 მაისის ჩათვლით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, info@eqe.ge-ზე უნდა წარმოადგინოს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ერთი წევრის კანდიდატურა აკადემიური პერსონალის ან განათლების სფეროში მოღვაწე ექსპერტის ქვოტით.


გთხოვთ, კანდიდატურის წარმოდგენის დროს გაითვალისწინოთ შემდეგი კრიტერიუმები:
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    საზოგადოებაში დადებითი რეპუტაცია;
•    სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
•    უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.
 

10 მაისის შემდეგ, წარმოდგენილ კანდიდატურებს შორის საბჭოს წევრთა შერჩევა მოხდება უსდ-ების  მიერ კენჭისყრით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ექნება თავისსავე წარმოდგენილი კანდიდატურისთვის ხმის მიცემის უფლება. უზრუნველყოფილი იქნება უსდ-ის მიერ გაკეთებული არჩევანის კონფიდენციალურობა.


ცენტრი აკრედიტაციის საბჭოს წევრების კანდიდატურების წარდგენის ეტაპის დასრულების შემდეგ დამატებით გაცნობებთ კენჭისყრის პროცედურების შესახებ.
 

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!