FAQ

ღია კარის დღე სტუდენტებისათვის!

16 ნოემბერი 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა , მის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და საჯარო სამსახურის პოპულარიზაციის მიზნით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებს უმასპინძლა.
სალექციო კურსის ფარგლებში, რომელსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი, ნინო ბეგიაშვილი, უძღვება, სამართლის სკოლის სტუდენტები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს გაეცნენ.
სტუდენტები შეხვდნენ ცენტრის დირექტორს გიორგი ვაშაკიძეს, რომელმაც მიაწოდა მათ ინფორმაცია ყველა იმ სერვისის შესახებ, რომელსაც ცენტრი ყოველდღიურ რეჟიმში გასცემს მოქალაქეებისათვის.
სტუდენტებმა აქტიური დაინტერესება გამოხატეს ცენტრში მიმდინარე პროცესების შესახებ, რის გამოც ცენტრის ადმინისტრაცია მომავალშიც გეგმავს მსგავსი ღონისძიებების განხორციელებას სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისათვის.

ღია კარის დღე სტუდენტებისათვის!