მიმდინარე წლის 14 ნოემბერს საქართველოს კარიტასმა საექთნო განათლების მიმართულების პროფესიულ სტუდენტებს საზეიმო ვითარებაში სერტიფიკატები გადასცა.
საექთნო განათლების მიმართულებით 7 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს კარიტასთან, სადაც პროფესიული სტუდენტები ავადმყოფის მოვლის პრაქტიკულ კურსს გადიან. გარდა იმისა, რომ კურსის ფარგლებში მისაღწევი სწავლის შედეგები პროფესიული პროგრამის ნაწილია, 200-მდე სტუდენტს ამ კურსის გავლისათვის დამატებით გადაეცა სერტიფიკატი, რაც მათ წარმატებულ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა კახაბერ ერაძემ ხაზი გაუსვა მსგავსი თანამშრომლობის მნიშვნელობას და განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს კარიტასის აქტიურობა საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების და პროფესიული განათლების მასწავლებლების გადამზადების პროცესში.