FAQ

ცენტრის სტრატეგიული გეგმის განხილვა და გუნდურობის გაძლიერება

20 ნოემბერი 2018

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ცენტრის სტრატეგიული გეგმის განხილვისა და გუნდურობის გასაძლიერებლად გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
გუნდურობის გასაძლიერებელი ღონისძიებების მიზანია მიეცეთ თანამშრომლებს მუშაობის საშუალება ახალ პირობებსა და უცხო გარემოში. ეს არის თანამშრომელთა შორის კომუნიკაციის გაძლიერების, ნდობის დამყარებისა და ძლიერი გუნდის შექმნის საუკეთესო ინსტრუმენტი.
ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ თანამშრომლებს გააცნო ცენტრის 2019 წლის სტრატეგიული გეგმა და ის მნიშვნელოვანი რეფორმები ,რომლის განხორციელებაც დაგეგმილია მომავალი წლის განმავლობაში. ასევე იმსჯელეს ცენტრის ორგანიზაციული მართვის სისტემებისა და რესურსების განვითარებაზე, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში (ENQA) ცენტრის გაწევრიანების მნიშვნელობასა და ბოლონიის პროცესის განხორციელების ხელშეწყობის შესახებ.
ღონისძიების ბოლოს ცენტრის თანამშრომლები ჩაერთნენ აქტივობებში, რომლებიც გუნდურ მუშაობას მოითხოვდა.

ცენტრის სტრატეგიული გეგმის განხილვა და გუნდურობის გაძლიერება