FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

2 მაისი 2013

საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრთა შერჩევის პროცედურა

2013 წლის 5 მაისს გადის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა. იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის  საბჭოს წარმომადგენლობითობა და გავითვალისწინოთ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესები, გთავაზობთ კანდიდატთა შერჩევის შემდეგ პროცედურას:


2013 წლის 10 მაისის ჩათვლით, პროფესიულმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, info@eqe.ge-ზე უნდა წარმოადგინოს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს ერთი წევრის კანდიდატურა კერძო და ერთი წევრის -სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის ქვოტით.


გთხოვთ, კანდიდატურის წარმოდგენის დროს გაითვალისწინოთ შემდეგი კრიტერიუმები:
•    მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
•    საზოგადოებაში დადებითი რეპუტაცია;
•    სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
•    პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.


წარმოდგენილ კანდიდატურებს შორის საბჭოს წევრთა შერჩევა მოხდება პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კენჭისყრით. დაწესებულებას არ ექნება თავისსავე წარმოდგენილი კანდიდატურისთვის ხმის მიცემის უფლება. უზრუნველყოფილი იქნება მის მიერ გაკეთებული არჩევანის კონფიდენციალურობა.


ცენტრი აკრედიტაციის საბჭოს წევრების კანდიდატურების წარდგენის ეტაპის დასრულების შემდეგ დამატებით გაცნობებთ კენჭისყრის პროცედურების შესახებ.


სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის!
 

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!