სამშენებლო სექტორში დუალური განათლების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

27 ნოემბერი 2018


26 ნოემბერს, ქობულეთში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის- GIZ მიერ ორგანიზებული ტრენინგი ჩატარდა თემაზე დუალური განათლება სამშენებლო სექტორში.
ტრენინგის მიზნობრივ ჯგუფს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამშენებლო კომპანიების ინსტრუქტორები წარმოადგენდნენ, რომლებიც სამშენებლო მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დუალური მიდგომით განხორციელებაში არიან ჩართულნი.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ისაუბრა საქართველოში დუალური მიდგომით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების უკვე არსებულ გამოცდილებაზე და კოლეჯებსა და კომპანიებს შორის კოორდინაციის საკითხებზე.
ტრენინგზე განხილული იქნა საწავლო გეგმები, სწავლების და შეფასების მიდგომები დუალური სწავლების კონტექსტში და პროგრამების განხორციელების სხვა მნიშვნელოვანი ასპექტები.
დღეისათვის საქართველოში 7 საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 24 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება დუალური პრინციპით.
ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

სამშენებლო სექტორში დუალური განათლების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა