FAQ

ტრენინგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის

7 დეკემბერი 2018

26-29 ნოემბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდა ტრენინგი უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის თემაზე: „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშის შემუშავება“ და „უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგების ჩამოყალიბება“.
ტრენინგს უძღვებოდა, თესალიის ტექნოლოგიური საგანმანათლებლო ინსტიტუტის პროფესორი ემერიტუს პანდელის იპსილანდისი( საბერძნეთი) . პროფესორი იპსილანდისი სხვადასხვა დროს იყო ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი ევროპის მრავალ ქვეყანაში. მას საქართველოშიც არაერთი პროგრამის შეფასებაში აქვს მიღებული მონაწილეობა.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს 28 ავტორიზებული უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებმა.

ტრენინგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის