FAQ

შეხვედრა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში აკადემიური კვალიფიკაციის დამატების განხილვასთან დაკავშირებით

16 მაისი 2013

გაცნობებთ, რომ 2013 წლის 21 მაისს, 12:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა - ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში ეკონომიკის დარგის ქვედარგად „ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის“ კვალიფიკაციის დამატების საკითხი.

 
ზემოთ აღნიშნული საკითხის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ცენტრი იწვევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისი  დარგის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

 
განხილვაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ არაუგვიანეს 20 მაისისა შემდეგ ტელეფონებზე:  2200220 (შიდა 3509); 577 278843 ან მოგვწეროთ info@eqe.ge-ზე.

შეხვედრა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში აკადემიური კვალიფიკაციის დამატების განხილვასთან დაკავშირებით