FAQ

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს ახალ წევრებთან

10 დეკემბერი 2018


განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 22 ნოემბრის N437 ბრძანებით დანიშნული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ახალ შემადგენლობას შეხვდა.
დირექტორმა შეაჯამა წინა შემადგენლობის საბჭოს მიერ გაწეული მუშაობის შედეგები, ისაუბრა საბჭოს როლზე პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში და ახალ წევრებთან ერთად განიხილა ავტორიზაციის სტენდარტებსა და პროცედურებში დაგეგმილი სიახლეები.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო, რომლის უფლებამოსილების ვადა ერთი წელია, თერთმეტი წევრითაა დაკომპლექტებული.
საბჭოს წევრების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:  https://eqe.ge/geo/static/709//?fbclid=IwAR3Bdm7cs-gdztV_yXfNNInqInibhtKI73QW6KzOgxWIJ0F8OHgl3AlIphY  

შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს ახალ წევრებთან