FAQ

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ავტორიზაციის მაძიებელთა საყურადღებოდ!

12 დეკემბერი 2018

ცენტრის დირექტორის 2018 წლის 11 დეკემბრის N 1097 ბრძანების საფუძველზე 2019 წლის 31 დეკემბერს უქმდება შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტები/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტები:

1. ტანსაცმლის მხატვრული კონსტრუირების სპეციალისტი
2. თექის ოსტატი
3. კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი
4. სისტემების ადმინისტრატორი
5. საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი
6. ვებ ინტერფეისის დეველოპერი
7. ვებ ინტერფეისის დიზაინერი
8. ვებ პროგრამისტი
9. პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი
10. ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორი
11. კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკის ოპერატორი
12. თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მემონტაჟე
13. არქიტექტორ-ტექნიკოსი
14. ზეინკალ-სანტექნიკოსი
15. ფილამწყობი
16. სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი
17. საკერავი მანქანის ოპერატორი
18. სამკერვალო ნაწარმის ხარისხის მართვის სპეციალისტი
19. ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი
20. მეფუტკრე
21. ტუროპერატორი
22. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი
23. ბართენდერი
24. კონსულტანტ-გამყიდველი
25. თმის სტილისტი
26. ვიზაჟის სპეციალისტი
27. შემფასებელი
28. სარეკლამო აგენტი
29. მღებავი
30. სამგანზომილებიანი განათების და ვიზუალიზაციის სპეციალისტი
31. სამგანზომილებიანი მოდელირების და ტექსტურირების სპეციალისტი
32. სამკურნალო მცენარეების დამამზადებელი
33. ელექტროამძრავისა და ელექტრომომმარაგებელი დანადგარების ტექნიკოსი
34. ტრიკოტაჟის მქსოველ-ოპერატორი
35. კონდიტერი
36. სადაზღვევო აგენტი
37. ტრაქტორისტ-მემანქანე
38. მობილურ-საკომუნიკაციო აპარატების ტექნიკოსი
39. მძიმე სამშენებლო ტექნიკის (ავტოგრეიდერი, სატვირთველი და ჰიდრავლიკური ექსკავატორი) ოპერატორი

2022 წლის 1 სექტემბერს უქმდება ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგის პროფესიული საგანმანათლებო პროგრამის ჩარჩო დოკუმენტი/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტი.

„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან ამ ჩარჩო დოკუმენტების/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინონ და მიანიჭონ ამ პროგრამებით გათვალისწინებული კვალიფიკაცია.
კანონის ამავე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებები უფლებამოსილნი არ არიან გაუქმების თარიღის შემდეგ ზემოთ აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტების/პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების საფუძველზე შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღონ ახალი პროფესიული სტუდენტები.