შპს ქუთაისის სამედიცინო სასწავლებლის პროფესიული სტუდენტების საყურადღებოდ!

12 დეკემბერი 2018


2018 წლის 11 დეკემბერს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა საზოგადოებრივ კოლეჯ შპს ქუთაისის სამედიცინო სასწავლებელს.
აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესიულ სტუდენტებს 2018 წლის 11 დეკემბრიდან 5 წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.