სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების პროექტების გამოქვეყნებას.
ქვემოთ მოცემულ ბმულებზე ატვირთულია ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტი.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, შენიშვნები და კომენტარები გამოაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე info@eqe.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 27 დეკემბრის 15:00 საათისა.
დამატებით გაცნობებთ, რომ ქართული ფილოლოგიის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, მიმდინარე წლის 28 დეკემბერს 14:00 საათზე.
ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის პროექტი