FAQ

წლის შემაჯამებელი კონფერენცია

31 დეკემბერი 2018



✔განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა წლის შემაჯამებელი კონფერენცია - "უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სისტემის დანერგვა: შედეგები და შემდგომი ნაბიჯები"

✔კონფერენციაზე განხილეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული ევროპული სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით (ESG2015) საქართველოში განხორციელებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შეფასების შედეგები, სისტემის გაუმჯობესების შესაძლებლობები და შემდგომი ნაბიჯები.

✔კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს, სააპელაციო საბჭოს წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტები, საქართველოში ავტორიზებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

✔კონფერენციაზე მოწვეულები იყვნენ მაღალი დონის საერთაშორისო სტუმრები - სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციისა (WFME) და ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) პრეზიდენტები და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) ვიცე პრეზიდენტი. კონფერენციაზე ასევე მოხსენებები გააკეთეს უნივერსიტეტების დიდი ქარტიის პრეზიდენტმა ამსტერდამის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა საიბოლტ ნოორდამ და ლოზანას უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ჟაკ ლანარესმა, რომლებმაც მიმდინარე წელს, ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის სტატუსით, მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესებში.

* კონფერენციის ფარგლებში განხილულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის განახლებული მექანიზმების დანერგვის შედეგები, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები, სამედიცინო განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები, EFQM სრულყოფილების მოდელის – ორგანიზაციული განვითარებისა და ცვლილების ინსტრუმენტები.

✔ღონისძიება გაიმართა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროექტის „ისწავლე საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით.

წლის შემაჯამებელი კონფერენცია