პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოსა წევრთა არჩევის პროცედურა
შეგახსენებთ, რომ დასრულდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს დასაკომპლექტებლად კანდიტურების წარმოდგენის ვადა.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში მოხდა წარმოდგენილ კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის პირველადი დამუშავება: დადგინდა წარმოდგენილი კანდიდატების წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
ამჯერად, უნდა მოხდეს თქვენს მიერ წარმოდგენილი კანდიდატურებისაგან საბჭოს წევრთა არჩევა. ამისათვის გთავაზობთ ხმის მიცემის წესს.
კენჭისყრის პროცედურა:
1. ყველა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას საბჭოს შემადგენლობაში ასარჩევად უფლება აქვს ხმა მისცეს ორ კანდიდატს: ერთს კერძო და ერთს - სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების წარმოდგენილს.
2. თქვენი არჩევანი დააფიქსირეთ თანდართულ ცხრილში და გამოგზავნეთ info@eqe.ge - ზე, 22 მაისის ჩათვლით;
3. კენჭისყრა კონფიდენციალურია - ცენტრი არ გაამჟღავნებს ინფორმაციას დაწესებულების მიერ გაკეთებული არჩევანის შესახებ;
4. არაუგვიანეს 23 მაისისა ცენტრი გამოაქვეყნებს კენჭისყრის შედეგებს მონაწილე კანდიდატთა მიერ დაგროვილი ხმების რაოდენობის მითითებით;
5. თუ გამარჯვებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა დააგროვა კანდიდატმა, რომელიც წარმოადგენს საჯარო მოხელეს ან საქმიანობას ეწევა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტრუქტურულ ერთეულში, რომელიც სისტემატურად ახორციელებს ხარისხის მართვის უზრუნველყოფას, იგი ვალდებულია 24 მაისის ჩათვლით ცენტრში წარმოადგინოს შეუთავსებლობის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის მიცემული ხმები არ იქნება გათვალისწინებული კენჭისყრის შედეგების შეჯამებისას და გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენისას;
6. თითოეულ ვაკანსიაზე გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ხმათა მეტ რაოდენობას. ხმათა თანაბრობის შემთხვევაში გამარჯვებულს გამოავლენს ცენტრი.
კენჭისყრაში მონაწილე კანდიდატთა სია
ფორმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის საჭოს შემადგენლობაში შერჩეული კანდიდატები