FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 23 იანვარი 2019


2019 წლის 29 იანვარი, 16:00 საათი
(მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1, 0 სართულის საკონფერენციო დარბაზი)

დღის წესრიგი:
1. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის საკითხის ხელახალი განხილვა; 
2. შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის მასობრივი კომუნიკაციის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მონიტორინგის შედეგების განხილვა;
5. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიისა და გარემოს მდგრადი განვითარების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მონიტორინგის შედეგების განხილვა;
6. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის მონიტორინგის შედეგების განხილვა.

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.