25 იანვარს, სსიპ- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ სსიპ - მონაცემთა გაცლის სააგენტოს, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისა და სსიპ - განათლების ხარსხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა www.my.gov.ge-ს პორტალზე სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სერვისების განთავსების საკითხის განხილვა, რათა სერვისები დაიტერესებული პირებისათვის დისტანციურადაც იყოს ხელმისაწვდომი.
ამ ეტაპზე, თითქმის დასრულებულია მუშაობა საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადატურების მომსახურების www.my.gov.ge-ზე განთავსებასთან დაკავშირებით და გრძელდება მუშაობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და იურიდიული პირებისათვის განკუთვნილი მომსახურებების (ავტორიზაცია/აკრედიტაცია) ინტეგრაციის მიმართულებით.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სერვისების სრულყოფა მომხმარებელთა ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით.