FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გრძელდება

30 იანვარი 2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციურ შეფასებას ავტორიზაციის სტანდარტებთან მიმართებით. მორიგი შეფასება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების მიხედვით ტარდება.

ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან უმაღლესი განათლების სფეროს ექსპერტები, სტუდენტთა წარმომადგენელი ექსპერტი და დამსაქმებელთა წარმომადგენელი. ექსპერტთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ჰანს ჰენრიკ დიეთზი, რომელიც არის კოპენჰაგენის ვეტერინარიისა და აგრარული უნივერსიტეტის სამეფო უნივერსიტეტის (Royal Veterinary and Agricultural Univeristy) სავეტერინარო მედიცინისა და ცხოველთა შესახებ მეცნიერებების სკოლის ხელმძღვანელი. მას აქვს უნივერსიტეტების ინსტიტუციური შეფასების დიდი გამცდილება ევროპის მასშტაბით, შუა აღმოსავლეთის ქვეყნებში, იაპონიასა და ავსტრალიაში. იგი ასევე არის „სავეტერინარო განათლების განმახორციელებული დაწესებულებების ევროპული ასოციაციის“ (European Association of Establishments for Veterinary Education (EAVE) კოორდინატორი. აღნიშნული ასოციაცია არის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული ქსელის (European Network of Quality Assurance agencies -ENQA) წევრი ასოციაცია, რომელიც ევროპის ქვეყნების მასშტაბით ერთ-ერთი მთავარი აქტორია უმაღლესი განათლების სფეროში ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით გრძელდება