FAQ

გაიმართა სემინარი - ,,მონიტორინგისა და შეფასების მეთოდები პროფესიულ განათლებაში’’

24 ნოემბერი 2011

2011 წლის 22 ნოემბერს სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ’’-ში გაიმართა სემინარი - ,,მონიტორინგისა და შეფასების მეთოდები პროფესიულ განათლებაში’’, რომელიც ორგანიზებული იყო ევროკავშირის პროფესიული განათლებისა და მომზადების სექტორის პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამის  მონიტორინგის პროექტის ფარგლებში. ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო მონაწილეებისათვის პროგრამებისა და პროექტების ეფექტური მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების გაცნობა.
სემინარი შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილისაგან, რაც მოიცავდა ჯგუფებში მუშაობას.
სემინარი გაიმართა ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.
 

გაიმართა სემინარი - ,,მონიტორინგისა და შეფასების მეთოდები პროფესიულ განათლებაში’’