11 თებერვალს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ახალ შემადგენლობასთან, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2018 წლის 31 დეემბრის # 487 ბრძანებით დამტკიცდა.
შეხვედრაზე ცენტრის წარმომადგენლებმა ისაუბრეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს როლზე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში. ასევე, მოხდა ავტორიზაციის სტანდარტებისა და პროცედურების გაცნობა საბჭოს ახალი წევრებისათვის.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ახალი შემადგენლობა 17 წევრითაა დაკომპლექტებული და მათი უფლებამოსილების ვადა 1 წელია.
ინფორმაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი საბჭოს წევრების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://eqe.ge/res/docs/20190110125035.pdf