FAQ

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომა

19 თებერვალი 2019

საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე, რომელიც ბორჯომში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, დეპუტატებს რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი ცვლილებების დეტალები გააცნო.
კომიტეტის გასვლით სხდომას ესწრებოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიზე ,რომელმაც ისაუბრა განათლების ხარისხის განვითარებაზე , ხედვებზე და სამომავლო გეგმებზე.
მინისტრის თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ სისტემაში ფრაგმენტულ ცვლილებებს შედეგი არ მოაქვს, შესაბამისად, აუცილებელია სისტემის სრული ტრანსფორმაცია, რაც განათლების ხარისხს მკვეთრად გააუმჯობესებს და მიიჩნევს, რომ რეფორმის განხორციელების პროცესში ყველა მხარის აქტიური მონაწილეობა, შედეგებზე სწრაფად და პოზიტიურად აისახება.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომა