FAQ

ტრეინინგი არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტთა მომზადებისათვის

27 თებერვალი 2019


2018 წლის ოქტომბერში განახლებულმა „პროფესიული განათლების შესახებ“ კანონმა განსაზღვრა არაფორმალური განათლების აღიარების უფრო მეტი შესაძლებლობები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ მტკიცდება არაფორმალური განათლების აღიარების განახლებული წესი.

არაფორმალური განათლების აღიარების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით უნდა შეირჩეს არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტები. შერჩევა მოხდება ტრენინგების საფუძველზე, რომელიც უფასოა. შერჩეული კონსულტანტები მონაწილეობას მიიღებენ არაფორმალური განათლების აღიარების პროცესში, რომელიც არ ანაზღაურდება. 

კონსულტანტი შეიძლება იყოს ნებისმირი პირი (მენეჯერი, ხელმძღვანელი, მენტორი, გამოცდილი კოლეგა, მასწავლებელი ან ინსტრუქტორი) რომელსაც აქვს საჭირო ცოდნა და უნარები, რათა არაფორმალური განათლების აღიარებით დაინტერესებულ პირს - მაძიებელს გაუწიოს სათანადო კონსულტაცია საჭირო მტკიცებულებების შეგროვების/შექმნის შესახებ, ასევე თუ როგორ უნდა დააკმაყოფილოს მაძიებელმა შესაბამისი პროფესიული ან საგანმანათლებლო სტანდარტები.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მიმდინარე წლის 15 მარტამდე. 

ფორმის შესავსებად გთხოვთ, გადადით ქვემოთ მოცემულ ბმულზე https://docs.google.com/forms/d/1x8n32p1dtGTRH0TUiSa9p9BETkP_4poWEZhWP3faf80/edit)

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ნინო ბაბალაშვილი
n.babalashvili@eqe.ge; 595034320

თამარ რუხაძე
t.rukhadze@eqe.ge; 577275200