განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების პროექტების გამოქვეყნებას.
ქვემოთ მოცემულ ბმულებზე ატვირთულია ადრეული (სკოლამდელი) განათლების მიმართულებით დარგობრივი მახასიათებლების პროექტი საბაკალავრო პროგრამებისათვის.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, შენიშვნები და კომენტარები გამოაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე info@eqe.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 12 მარტისა 12:00 საათისა.
აქვე გაცნობებთ, რომ „ადრეული (სკოლამდელი) განათლების“ მიმართულების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის განხილვა განათლების მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს ღია სხდომის ფორმატში გაიმართება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, მიმდინარე წლის 13 მარტს 17:00 საათზე.
ადრეული (სკოლამდელი) განათლების მიმართულების დარგობრივი მახასიათებლის პროექტი