2019 წლის 4 მარტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს გაუუქმდა ავტორიზაცია. საბჭოს ოქმი და გადაწყვეტილება ვებ-გვერდზე განთავსდება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს 2019 წლის 5 მარტიდან 5 (ხუთი) წლის ვადით შეუჩერდათ სტუდენტის სტატუსი და ამ პერიოდში უფლებამოსილნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლონ მობილობის უფლებით და სწავლა განაგრძონ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 2019 წლის 11 მარტს 14:00 საათზე გაიმართება შეხვედრა შპს ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელის სტუდენტებისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებისა და მათი ინტერესების დაცვის მიზნით.