FAQ

შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა საყურადღებოდ!

14 მარტი 2019



უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა საბჭოს 4 მარტის გადაწყვეტილებით შპს ქართულ-ევროპულ უმაღლეს სასწავლებელს გააუქმდა ავტორიზაცია (იხ. საბჭოს ოქმი და გადაწყვეტილება).


ზემოაღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა დაიწყება მიმდინარე წლის 22 მარტს.

სტუდენტთა რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. (იხ. ბრძანება N191/ი)

ცენტრის ვებ-გვერდზე 22 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით ეტაპობრივად გამოქვეყნდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი ვაკანტური ადგილები.

სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის თაობაზე და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები - 2019 წლის 28 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით.



რიგგარეშე მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, შეგიძლიათ მობრძანდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 22 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით, 9:00-18:00 საათამდე, (მის.: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1), დაგვიკავშირდეთ ცენტრის ცხელ ხაზზე: (+995 32) 2200 220,ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: mobility@eqe.ge