გაცნობებთ, რომ 2013 წლის 11 ივნისს, 12:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივა, ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში „არქეოლოგიის“ კვალიფიკაციის ჰუმანიტარული მეცნიერებანის მიმართულებიდან, მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობების მიმართულებაში გადატანის საკითხი.
შეხვედრაზე, ასევე განიხილება ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში კვალიფიკაციის - „პალეობიოლოგიის/პალეოანთროპოლოგიის“ დამატების საკითხი.
ზემოთ აღნიშნული საკითხების განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ცენტრი იწვევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისი დარგის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
განხილვაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ არაუგვიანეს 10 ივნისისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (შიდა 3509); 577 278843 ან მოგვწეროთ info@eqe.ge-ზე.