სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლების პროექტების გამოქვეყნებას.
ქვემოთ მოცემულ ბმულებზე ატვირთულია ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლების პროექტი.
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, შენიშვნები და კომენტარები გამოაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე info@eqe.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 26 მარტის 12:00 საათისა.
აქვე გაცნობებთ, რომ ქართული ფილოლოგიის მიმართულების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა გაიმართება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, მიმდინარე წლის 27 მარტს 15:00 საათზე.