შეხვედრა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში პროფესიული კვალიფიკაციის დამატებასთან დაკავშირებით

14 ივნისი 2013

2013 წლის 18 ივნისს, 12:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება სსიპ - პროფესიული კოლეჯი - „ოპიზარის“ ინიციატივა -  ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში  „ფერმერის“ პროფესიული კვალიფიკაციის  დამატების საკითხი.


განხილვაში მონაწილეობის მისაღებად ცენტრი იწვევს შესაბამისი დარგის წარმომადგენლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.


განხილვაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ  არაუგვიანეს 17 ივნისისა შემდეგ ტელეფონებზე:  2200220 (შიდა 3509); 577 278843 ან მოგვწეროთ info@eqe.ge-ზე.

შეხვედრა ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოში პროფესიული კვალიფიკაციის დამატებასთან დაკავშირებით