FAQ

ავტორიზაციის საბჭოს სამუშაო შეხვედრა

25 მარტი 2019

23-24 მარტს გაიმართა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი - გიორგი ვაშაკიძე დირექტორის მოადგილე - ეკატერინე ბაღიშვილი, ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისა და კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს წარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უმაღლესი განათლების გარე ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მიმდინარე პროცესების ანალიზი. შეხვედრის ფარგლებში მოხდა უმაღლესი განათლების სფეროში არსებული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განხილვა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG-2015) მიმართებით. ასევე განხილულ იქნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხები და პროცესის განვითარების მიზნით, გამოითქვა შესაბამისი წინადადებები და ინიციატივები. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის პროექტები და მათი დანერგვის ეტაპები.

ავტორიზაციის საბჭოს სამუშაო შეხვედრა