FAQ

პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა

«მაისი 2025»
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311
2345678
26 მარტი 2019

25 მარტს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივით, საქართველოში მოქმედი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით სასწავლო ცენტრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბაღიშვილი, საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ეკატერინე ქარდავა, ცენტრისა და ბიუროს თანამშრომლები, UNDP-ისა და სასწავლო ცენტრების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგით განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებით“ განსაზღვრული აკრედიტაციის სტანდარტების, ინდიკატორებისა და პროცედურების აღწერა, ასევე, ცენტრის მიერ დამტკიცებული თვითშეფასების ფორმის წარდგენა.
შეხვერაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბაღიშვილმა, სასწავლო ცენტრებს მიაწოდა ინფორმაცია სააკრედიტაციო განაცხადების წარმოდგენის სავარაუდო ვადებისა და UNDP-ის კონსულტანტების მიერ სასწავლო ცენტრების წარმომადგენლებთან მოსალოდნელი ტრენინგების ჩატარების შესახებ.