FAQ

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფორმის როლი საქართველოში - მიღწევები, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები

28 მარტი 2019

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოში მოქმედი ევროპული განათლების ფონდის (ETF)-ის ორგანიზებით მიმდინარეობს ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომლის მიზანია საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს გადახედვა, მიღწევების, პრიორიტეტებისა და სამომავლო გეგმების განხილვა საერთაშორისო პარტნიორებთან გამოცდილების გაზიარებისა და გაძლიერების კუთხით.
შეხვედრაში მონაწილეობენ: განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბაღიშვილი; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე;  ცენტრის, სამინისტროს, ევროპული ფონდისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები; საქართველოში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები; სოციალური პარტნიორები და უცხოელი ექსპერტები.

ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფორმის როლი საქართველოში - მიღწევები, პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები