FAQ

მორიგი შეხვედრა PICQA-ს პროექტის ფარგლებში

19 ივნისი 2013

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრში „ინტერნაციონალიზაციისა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითობის ხელშეწყობის“ (PICQA) პროექტის საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა განიხილეს მიმდინარე აქტივობები და პარტნიორებთან ერთად სამომავლო გეგმები დასახეს.

19-21 ივნისს საბჭოს წევრები ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისსა და ბათუმში PICQA-ს პარტნიორი უნივერსიტეტების მოსანახულებლად გაემგზავრებიან.

„ინტერნაციონალიზაციისა და უმაღლეს განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის შედარებითობის ხელშეწყობის“ პროექტი ხორციელდება ევროგაერთიანების პროგრამა  TEMPUS-ის ფარგლებში. ის მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთში ხარისხის უზრუნველყოფის მოდელის განვითარებასა და ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოებას. საქართველო ამ სამწლიან პროექტში ჩართულია, როგორც თანაკოორდინატორი სომხეთსა და გერმანიასთან ერთად. პარტნიორი ქვეყნებია საფრანგეთი, ესპანეთი და ჰოლანდია.

მორიგი შეხვედრა PICQA-ს პროექტის ფარგლებში