FAQ

შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტთა საყურადღებოდ!

29 მარტი 2019


თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 21 მარტის განჩინებით შეჩერდა შპს-ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლისთვის ავტორიზციის გაუქმების შესახებ, ავტორიზაციის საბჭოს 2019 წლის 04 მარტის N04 გადაწყვეტილება და რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ, ცენტრის დირექტორის 2019 წლის 14 მარტის N191/ი ბრძანების მოქმედება.

შესაბამისად, რიგგარეშე მობილობის პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ, ცენტრის დირექტორის 2019 წლის 14 მარტის N191/ი ბრძანების მოქმედება შეჩერდა.

ამასთან, შპს ქართულ ევროპული უმაღლესი სასწავლებელს გაუაქტიურდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და საქმიანობას განაგრძობს კანონმდებლობის შესაბამისად. საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრში, შპს ქართულ-ევროპული უმაღლესი სასწავლებლისა და მისი სტუდენტების მდგომარეობა აღდგენილია 2019 წლის 04 მარტის თარიღით.