პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საყურადღებოდ!

19 ივნისი 2013

გაცნობებთ, რომ პროფესიული სტანდარტებისა და საგანმანათლებლო  პროგრამების გაუმჯობესების მიზნით,  2013 წლის 24 ივნისს, 13:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, მ. ალექსიძის ქ. №1) გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განიხილება სტანდარტებისა და შესაბამისი პროგრამების მოდიფიცირება და თვითშეფასების  ყოველწლიურ ანგარიშში მათ ასახვასთან დაკავშირებული საკითხები, შეხვედრაზე ვიწვევთ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების (პროფესიული, უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო) ხელმძღვანელებსა  და ხარისხის მართვის  სამსახურის უფროსებს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების საყურადღებოდ!