11 აპრილს საქართველოში მოქმედი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების მსურველ დაწესებულებებისათვის UNDP-ის კონსულტანტების მიერ.
ტრენინგის დღის წესრიგით განხორციელდა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამის აკრედიტაციის დებულებით“ განსაზღვრული აკრედიტაციის სტანდარტების, ინდიკატორებისა და პროცედურების ანალიზი, ასევე, გაიცა რეკომენდაციები ცენტრის მიერ დამტკიცებული თვითშეფასების ანგარიშის შევსებასთან დაკავშირებით.