განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, შპს დამოუკიდებელ საერო გიმნაზია ,,შავნაბადაში“ ჩატარდა ტრენინგი ახლადშექმნილ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა კორპუსის წევრებისათვის.
ტრენინგის მიზანი იყო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესის განხორციელებისას ესპერტების მიერ შესაბამისი სტანდარტებისა და პროცედურების ერთგვაროვანი აღქმა და დასკვნის მომზადებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.