FAQ

პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების სააკრედიტაციო განაცხადების მიღება დაიწყო

19 აპრილი 2019

გაცნობებთ, რომ ცენტრში დაიწყო პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების პროგრამების სააკრედიტაციო განაცხადების მიღება.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის აკრედიტაციის მიზნით ცენტრში წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) თითოეული პროგრამის აკრედიტაციის თვითშეფასების შევსებული ანგარიში და მასზე დასართავი დოკუმენტაცია;
ბ) სააკრედიტაციო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამასთან, ცენტრში დოკუმენტაცია შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით ან მატერიალური სახით, რა დროსაც
აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშზე დასართავი დოკუმენტაცია ცენტრს წარედგინება ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მეშვეობით.

პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საბაზისო პროგრამის აკრედიტაციის თვითშეფასების ანგარიშს გთხოვთ, გაეცნოთ შემდეგ ბმულზე https://eqe.ge/geo/static/761/